вторник, 3 марта 2015 г.

დღე მეშვიდე

ეს დღე საკმაოდ შრომატევადი იყო  ინფორმაციული და პრაქტიკული თვალსაზრისით.
როგორც გავიგეთ 3 მოდული  წარმოადგენს სხვადასხვა კავშირებს, იგი  გვეხმარება გამოვიყენოთ სისტემის ხვადასხვა ინსტრუმენტები: - სკაიპში სხვა პიროვნების ჩასართავად, ვიდეოკონფერენციების მოწყობა  როგორც სკაიპში ისე გიმეილზე.. ყურადღება უნდა მიექცეს საავტორო უფლებებსაც;.
 4 მოდული გვეხმარება შევქმნათ სასწავლო ნიმუში. რომელიც დამეხმარება წინასწარ  განვსაზღვრო რამდენად სწორედ მივეცი მასალა,  ანუ მიცემული დავალებების ადეკვატურია თუ არა .
 ტექნოლოგიებში თავად უნდა გავერკვე წინასწარ, სანამ დავალებას მივცემ მოსწავლეებს.
მოსწავლის ნიმუშის შესაქმნელად ვიყენებ ჩეკლისტებს. რომელიც წარმოადგენს მოქმედების ინსტრუქტაჟს.. აქ ვახდენთ მოსწავლის  პრეზენტაციისათვის საჭირო კრიტერიუმების ჩამოთვლას.(ვიყენებთ 21 საუკუნის და ეროვნ. სასწ.გეგმით გათვალისწინებულ უნარებსაც).
 ამის  შემდეგ ვქმნით მოსწავლის  პრეზენტაციას ჩეკლისტის  კრიტერიუმების მიხედვით.
ჩვენ  ვნახეთ 1 მოდულში  რუბრიკების პორტფოლიო კრიტერიუმებით,   რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას, სასწავლო პროცედურები კი    უნდა დაფიქსირდეს სასწავლო პროექტში.
1 დავალება.- მოსწავლის ჩეკლისტის შექმნა
2 დავალება- პრეზენტაციის შექმნა
მადლობა  ინფორმაციისათვის.


Комментариев нет:

Отправить комментарий