суббота, 7 марта 2015 г.

მეცხრე დღე

დღეს მეცხრე დღეა, და ვგრძნობ  რომ  ამ ტრენინგის  შედეგად დიდი გამოცდილება მივიღე.  ბოლოს და ბოლოს ჩვენი სამუშაო პორცესში  შექმნილი პოექტით სწავლების საბოლოო პროდუქტი- პორტფოლიო - საკმაოდ ბევრის  მომცველი და საინტერესო
აღმოჩნდა.
საკმაოდ საინტერესო იყო კოლეგების პეზენტაციები, მოგვიხდა პორტფოლიოში ბოლო შტრიხების დამატება და დახვეწა.
დიდ მადლობა ბატონო გიორგი ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისათვის.


вторник, 3 марта 2015 г.

დღე მერვე

 ეს დღეც მრავლის მომცველი იყო.
დღეს მოვისმინეთ კოლეგების მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაციები და ჩეკლისტები პრეზენტაციისათვის.   
 ჩვენს მიერ შექმნილი მასალები შევიტანეთ დრაივში და  განვათავსეთ  ფაილების მიხედვით, 
  ყველაზ ე საინტერესო იყო ის თუ როგორ დავაკავშიროთ ჩვენი დრაივის მასალები ბლოგთან. ერთი შეხედვით რთულადაც კი წარმოვიდგინე რადგან  საკმაოდ ბევრი იყო გადასვლები .
 7 მოდულში განვიხილეთ მასწავლებლის ფუნქცია ფასილიტატორის როლში. ის |თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, საიტების მისამართების, სახელმძღვანელოების და სხვადსხვა მასალების მოძიებაში. დაფიქსირებაში. შეიძლება გამოვიყენოთ ვიდეომასალებიც რაიმის ტექნოლოგიური მხარის ახსნის მიზნით.  აქაც შეიძლება შეიქმნას ჩეკლისტი ანუ ინსტრუქტაჟჲ.
1 დავალება- ფასილიტატორი, პროექტში ტექნოლოგიების გამოყენება
2 - ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.
გმადლობთ საინტერესო დღისთვის.
 

დღე მეშვიდე

ეს დღე საკმაოდ შრომატევადი იყო  ინფორმაციული და პრაქტიკული თვალსაზრისით.
როგორც გავიგეთ 3 მოდული  წარმოადგენს სხვადასხვა კავშირებს, იგი  გვეხმარება გამოვიყენოთ სისტემის ხვადასხვა ინსტრუმენტები: - სკაიპში სხვა პიროვნების ჩასართავად, ვიდეოკონფერენციების მოწყობა  როგორც სკაიპში ისე გიმეილზე.. ყურადღება უნდა მიექცეს საავტორო უფლებებსაც;.
 4 მოდული გვეხმარება შევქმნათ სასწავლო ნიმუში. რომელიც დამეხმარება წინასწარ  განვსაზღვრო რამდენად სწორედ მივეცი მასალა,  ანუ მიცემული დავალებების ადეკვატურია თუ არა .
 ტექნოლოგიებში თავად უნდა გავერკვე წინასწარ, სანამ დავალებას მივცემ მოსწავლეებს.
მოსწავლის ნიმუშის შესაქმნელად ვიყენებ ჩეკლისტებს. რომელიც წარმოადგენს მოქმედების ინსტრუქტაჟს.. აქ ვახდენთ მოსწავლის  პრეზენტაციისათვის საჭირო კრიტერიუმების ჩამოთვლას.(ვიყენებთ 21 საუკუნის და ეროვნ. სასწ.გეგმით გათვალისწინებულ უნარებსაც).
 ამის  შემდეგ ვქმნით მოსწავლის  პრეზენტაციას ჩეკლისტის  კრიტერიუმების მიხედვით.
ჩვენ  ვნახეთ 1 მოდულში  რუბრიკების პორტფოლიო კრიტერიუმებით,   რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას, სასწავლო პროცედურები კი    უნდა დაფიქსირდეს სასწავლო პროექტში.
1 დავალება.- მოსწავლის ჩეკლისტის შექმნა
2 დავალება- პრეზენტაციის შექმნა
მადლობა  ინფორმაციისათვის.


вторник, 24 февраля 2015 г.

დღე მეექვსე

დღე დაიწყო საკმაოდ საინტერესოდ რადგფან განვიხილეთ რამდენიმე კოლეგის სლაიდ შოუ- აგრეთვე წარმობვადგინეთ პროექტის თემაზე შექმნილი ბუკლეტები, რაც საკმაოდ მაპროვოცირებელი იყო...
განვიხილეთ მოდული 5  , აქტივობა 1, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლესათვის სათანადო რუბრიკის შერჩევაში, რათა იცოდნენ პრეზენტაციის დროს რისი მიხედვით ვაფასებ.
განვიხილეთ აგრეთვე 2 აქტივობაშო შეფასების ცხრილი  რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროექტის გეგმის პროცესის განხილვაში.
გავეცანით აგრეთვე ცხრილს - ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე,  რომლის მიხედვითაც დრაივში შევადგენეთ პროექტის მიხედვით გათვალისწინებული საკვანძო კითხების კითხვარი -  მოსწავლეებისათვის ინდივიდუალურად. აქ ჩამოშლილი ჩარჩო მაძლევს საშუალებას  შევქმნა სხვადასხვა ტიპის კითხვარი. ეს არის:
1 ტექსტ- ნიშნავს მოკლე ტექსტ. ინფორმაციას
2.პარაგრაფ ტექსტ- სადაც თავსდება დიდი ტექსტი
3. რამოდენიმე პასუხიდა ერთის არჩევის  სავარაუდო პასუხის  უფლება  შეიძლება შესაბამისობის ტესტიც
4. ჩეკ ბოქსი- რამოდენიმე პასუხიანში რამოდენიმის არჩევის უფლება აქვს პასუხებიდან
5. სიიდან არჩევა  სავარუდო პასუხების  ანუ სწორი მსჯელობის შერჩევა
6. მიუთითოს თვე და რიცხვი ანუ თარიღიანი კითხვა  გვარის მერე ახალი კითხვისთვის შევიდეთ დობავიტ ელემენტში და ასე ყოველი მოდევნო კითხვისთვის ოღონდ არ ჩამოვშალოთ.
აქ შემდეგი რუბრიკაა-  ფორმის გახსნა- რათა შევხედო შექმნილ რეალურ ფორმას. ანუ როგორი ფორმა ეგზავნებათ მოსწავლეებს.
გმადლობთ ბატონო გიორგი ასეთი ნაყოფიერი დღისათვის..

воскресенье, 22 февраля 2015 г.

დღე მეხუთე

დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. გავაანალიზეთ შეფასების დროის ჩარჩო. რის შემდეგაც განვათავსეთ იგი  პროექტის გეგმაში. აგრეთვე   მივიღეთ ახალი დავალებები რაც გულისხმობ იმას რომ ბლოგზე შევისწავლეთ მთავარი გვერდის გასწვრივ ახალი გვერდის განთავსება, განვიხილეთ მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობები.
განვიხილეთ პროექტთან დაკავშირებული სლაიდ შოუს  შექმნის სქემა, რაც აგრეთვე წარმოადგენს ჩვენს საშინაო დავალებასაც. სლაიდ შოუ შედგება რამდენიმე სლაიდისაგან სადაც უნადა წარმოადგინო პროექტის მიზანი  შინაარსი და შედეგები აგრეთვე სტანდარტები და მიზნები. აგრეთვე უნდა დაფიქსირდეს   საკვანძო კითხვები.
საშინაო დავალებად ასევე გვაქვს ბუკლეტების დასრულება.

воскресенье, 15 февраля 2015 г.

დღე მეოთხე

 დღეს საკმაოდ დატვირთული დღე  იყო, რადგან მოვახდინეთ ბლოგის სახელის შეცვლა და აგრეთვე შევძელით  გაგვეკეთებინა ურთიერთკომენტარი, რა დროსაც შევედი ბატონ გიორგის ბლოგში საიდანაც საშუალება მომეცა  ჩემი კოლეგების ნამუშევარისათვის  კომენტარები გამეკეთებინა.
გარდა ზემოთქმულისა  სახელმძღვანელოს დახმარებით  გავაანალიზეთ შეფასების 5 სტრატეგია:
1.გამოვიყენოთ შეფასების მეთოდი-მოსწავლის ნამუშევრის შეფასება, ხოლო ინსტრუმენტი ტესტირება , რაც მომცემს საშუალება დავადგინო დონე პროექტთან მიმართებაში.
2.შეფასების მეთოდი-  თვითშეფასება და რეფლექსია,  ინსტრუმენტები- ჩეკლისტები
3. შეფასების მეთოდები-  არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნა
ინსტრუმენტი- ჩანიშვნები ან დოკუმენტები საქაღალდეში
4. შეფასების მეთოდები- სტრუქტურირებული ინსტრუმენტები და დაკვირვებები
ინსტრუმენტები-
· მოსწავლეების დაკვირვებები
· მასწავლებლის დაკვირვებები
 5. შეფასების მეთოდები- პერტფოლიოები ინსტრუმენტები
· რუბრიკები, ქულების მიმცემი გზამკვლევები
            კითხვები რეფლექსიისათვის

пятница, 13 февраля 2015 г.

დღე მესამე

განვიხილეთ საშინაო დავალება, პროექტის შაბლონი,  გავაგზავნეთ ახალი ბლოგის მისამართი ფოსტაში  და ინსტრუმენტების - დიზაინის და შაბლონის გამოყენებით - გავამდიდრეთ ბლოგი, განვათავსეთ გარკვეული პოსტები ბლოგზე.

გავაანალიზეთ პროექტთთან დაკავშირებული მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რომელიც ჩამოვაყალიბეთ შემდეგი სახით:


დღე მეორე

ჩამოვაყალიბე პროექტის სასწავლო ამოცანები, გავეცანი  , როგორ შევქმნა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, თუმცა ამ საკითხს ცოტა არ იყოს საეჭვოთ ვუყურებ,  საინტერესოა რამდენად სწორია  თემატური, ზოგადი ან შინაარსობრივი კითხვები, ალბათ  პრაქტიკა მიჩვენებს.  ვცადე  პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა. ბოლოს გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.



დღე პირველი

ძალიან პროდუქტიული დღე იყო. განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები,  შევისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება, განვიხილეთ ესგ-სა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დაკავშირება პროექტის გეგმასთან აგრეთვე  დავიწყეთ პროექტის შაბლონის  შევსება,  სადაც  წარმოვადგინეთ  ჩვენი პროექტის მოსალოდნელი შედეგები, შევიმუშავე სტანდარტები ჩემი პროექტისთვის.