суббота, 7 марта 2015 г.

მეცხრე დღე

დღეს მეცხრე დღეა, და ვგრძნობ  რომ  ამ ტრენინგის  შედეგად დიდი გამოცდილება მივიღე.  ბოლოს და ბოლოს ჩვენი სამუშაო პორცესში  შექმნილი პოექტით სწავლების საბოლოო პროდუქტი- პორტფოლიო - საკმაოდ ბევრის  მომცველი და საინტერესო
აღმოჩნდა.
საკმაოდ საინტერესო იყო კოლეგების პეზენტაციები, მოგვიხდა პორტფოლიოში ბოლო შტრიხების დამატება და დახვეწა.
დიდ მადლობა ბატონო გიორგი ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისათვის.


вторник, 3 марта 2015 г.

დღე მერვე

 ეს დღეც მრავლის მომცველი იყო.
დღეს მოვისმინეთ კოლეგების მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაციები და ჩეკლისტები პრეზენტაციისათვის.   
 ჩვენს მიერ შექმნილი მასალები შევიტანეთ დრაივში და  განვათავსეთ  ფაილების მიხედვით, 
  ყველაზ ე საინტერესო იყო ის თუ როგორ დავაკავშიროთ ჩვენი დრაივის მასალები ბლოგთან. ერთი შეხედვით რთულადაც კი წარმოვიდგინე რადგან  საკმაოდ ბევრი იყო გადასვლები .
 7 მოდულში განვიხილეთ მასწავლებლის ფუნქცია ფასილიტატორის როლში. ის |თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, საიტების მისამართების, სახელმძღვანელოების და სხვადსხვა მასალების მოძიებაში. დაფიქსირებაში. შეიძლება გამოვიყენოთ ვიდეომასალებიც რაიმის ტექნოლოგიური მხარის ახსნის მიზნით.  აქაც შეიძლება შეიქმნას ჩეკლისტი ანუ ინსტრუქტაჟჲ.
1 დავალება- ფასილიტატორი, პროექტში ტექნოლოგიების გამოყენება
2 - ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.
გმადლობთ საინტერესო დღისთვის.
 

დღე მეშვიდე

ეს დღე საკმაოდ შრომატევადი იყო  ინფორმაციული და პრაქტიკული თვალსაზრისით.
როგორც გავიგეთ 3 მოდული  წარმოადგენს სხვადასხვა კავშირებს, იგი  გვეხმარება გამოვიყენოთ სისტემის ხვადასხვა ინსტრუმენტები: - სკაიპში სხვა პიროვნების ჩასართავად, ვიდეოკონფერენციების მოწყობა  როგორც სკაიპში ისე გიმეილზე.. ყურადღება უნდა მიექცეს საავტორო უფლებებსაც;.
 4 მოდული გვეხმარება შევქმნათ სასწავლო ნიმუში. რომელიც დამეხმარება წინასწარ  განვსაზღვრო რამდენად სწორედ მივეცი მასალა,  ანუ მიცემული დავალებების ადეკვატურია თუ არა .
 ტექნოლოგიებში თავად უნდა გავერკვე წინასწარ, სანამ დავალებას მივცემ მოსწავლეებს.
მოსწავლის ნიმუშის შესაქმნელად ვიყენებ ჩეკლისტებს. რომელიც წარმოადგენს მოქმედების ინსტრუქტაჟს.. აქ ვახდენთ მოსწავლის  პრეზენტაციისათვის საჭირო კრიტერიუმების ჩამოთვლას.(ვიყენებთ 21 საუკუნის და ეროვნ. სასწ.გეგმით გათვალისწინებულ უნარებსაც).
 ამის  შემდეგ ვქმნით მოსწავლის  პრეზენტაციას ჩეკლისტის  კრიტერიუმების მიხედვით.
ჩვენ  ვნახეთ 1 მოდულში  რუბრიკების პორტფოლიო კრიტერიუმებით,   რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას, სასწავლო პროცედურები კი    უნდა დაფიქსირდეს სასწავლო პროექტში.
1 დავალება.- მოსწავლის ჩეკლისტის შექმნა
2 დავალება- პრეზენტაციის შექმნა
მადლობა  ინფორმაციისათვის.